სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:  კლასიფიკაცია.

2. პროექტის მთავარი იდეა:  მათემატიკის გამოყენებით  მონაცემთა კლასიფიკაცია.

3. პროექტის აქტუალობა:  მოსწავლე იყენებს მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში და შეძლებს ნებისმიერი მონაცემის კლასიფიცირებას.

4. პროექტის მიზნები:  მეცნიერული კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდის-შესასწავლი სიმრავლის კლასებად დაყოფის-კლასიფიკაციის გაცნობა და მაგალითის განხილვის გზით ამ მეთოდის ათვისება.

5. მონაწილეთა ასაკი:  17 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები გაკეთებენ თვალსაჩინოებას რომელზეც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ცრილები.

8. პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსები: ფორმატის ფურცლები; მარკერები; რომელიმე მხატვრული ნაწარმოები;

9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1 მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, ვავალებ აირჩიეთ სასურველი მხატვრული ნაწარმოები.ამოიწერეტ სიტყვები დაწარმოადგინეთ რაიმე თვისებით მათი კლასიფიკაციის რაიმე ორი ნიმუში.

აქტივობა 2. მოიძიეთ კლასიფიკაციის მაგალითები გეოგრაფიის, ბიოლოგიის და სხვა საგნების სახელმძღვანელოებში.

აქტივობა 3.  შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ ის ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც არის შედგენილი მოძიებული კლასიფიკაცია.

აქტივობა 4.  გაარკვიეთ სასრულია თუ  უსასრულო კლასების სიმრავლე, ყოველი კლასის ელემენტების სიმრავლე.

აქტივობა 5.  შეადარეთ თქვენ მიერ მიღებული  კლასიფიკაცია მოძიებულს და გამოთქვით ვარაუდი თითოეულის უპირატესობის შესახებ.ეცადეთ დაასაბუთოთ თქვენი ვარაუდი.

აქტივობა 6.  წარმოადგინეთ პრეზენტაცია.

შეფასება

კრიტერიუმები
დაბალი
5-6
საშუალო
7-8
მაღალი
9-10
ჯგუფური მუშაობა
არ ერთვება მუშაობაში
ერთვება ჯგუფურ სამუშაოში მაგრამ უჭირს საკუთარი ნამუშევარის არგუმენტირებულად დასაბუთება.
აქტიურადაა ჩართული სამუშაოში, ახერხებს საკუტარი მოსაზრების არგუმენტირებულად დასაბუთებას.
პეზენტაცია
ვერ ახერხებს პრეზენტაციას
ახერხებს პრეზენტაციას მაგრამ ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიის ყურადღების მიქცევას  
ახერხებს პრეზენტაციას დამაჯერებლად და საინტერესოდ.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია,ბიოლოგია.
მათ.XII.7.  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათ ინტერპრეტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         არჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს;

11. პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ სოფრომაძე.



12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tikosofromadze@gmail.com

No comments:

Post a Comment